ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 19:21 | 18.01.2021
ნანახია: 523

რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება ხიმკის რაიონულის სასამართლოს მოსამართლემ, ხიმკის პოლიციის განყოფილებაში მიმდინარე სხდომაზე გამოაცხადა.

ნავალნის დაკავების მოთხოვნით, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს 12 იანვარს მიმართა.

ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი და გამოსაცდელი ვადა "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა შეფარდებული.

რუსი ოპოზიციონერი ალექსი ნავალნი გუშინ მოსკოვში, შერემეტევოს აეროპორტში დააკავეს




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე