ჩინეთში, კორონავირუსის კვალი ნაყინში აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 17:14 | 17.01.2021
ნანახია: 875

ჩინეთში, კორონავირუსის კვალი ნაყინში აღმოჩნდა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვირუსი თიანცზინის მუნიციპალიტეტში წარმოებულ ნაყინის პარტიაში აღმოაჩინეს.

მწარმოებელი კომპანია პროდუქტის დასამზადებლად იყენებდა რძის ფხვნილს, რომელიც ახალი ზელანდიიიდან იყო იმპორტირებული, ასევე უკრაინიდან იმპორტირებულ შრატს.

ნაყინის ეს პარტია უკვე ამოღებულია. ეპიდემიოლოგიური სამსახური ეძებს ადამიანებს, რომლებსაც შესაძლო კონტაქტი ჰქონდათ პროდქტთან. ლიდსის უნივეესიტეტის ვირუსოლოგის სტივენ გრიფინის თქმით, ნაყინში COVID-19-ის მოხვედრის მიზეზი გახდა დამზადებისას ინფიცირებულის კონტაქტი და მსგავსი შემთხვევა ერთჯერადი ხასიათისაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე