აშშ-ში აცხადებენ, რომ კაპიტოლიუმში შეჭრილი ტრამპის მხარდამჭერები კონგრესმენების დახოცვას გეგმავდნენ
საქართველო, თბილისი - 11:13 | 16.01.2021 ნანახია: 268
ამერიკელი ფედერალური პროკურორები აცხადებენ, რომ ვაშინგტონში კონგრესის შენობაში შეჭრილი დემონსტრანტების მიზანს კონგრესმენების მოკვლა წარმოადგენდა. ინფორმაციას AP ავრცელებს.
კერძოდ, ამის შესახებ ნათქვამია არიზონას პროკურორის შუამდგომლობაში, ამავე შტატის მცხოვრების ჯეიკობ ჩენსლის საქმესთან დაკავშირებით.
„მყარი მტკიცებულებები, მათ შორის კაპიტოლიუმში ჩენსლის სიტყვები და ქმედებები, ადასტურებს, რომ არეულობების მონაწილეთა განზრახვა მდგომარეობდა იმაში,რომ აეყვანათ და მოეკლათ შეერთებული შტატების მთავრობის თანამდებობის პირები“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ამის გარდა, პროკურორის თქმით, ჩენსლიმ სხდომათა დარბაზში დატოვა მუქარის წერილი ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსის მისამართით. წერილში ეწერა: „ეს მხოლოდ დროის საკითხია, სამართლიანობა დგება“.
თუმცა, მოგვიანებით, კოლუმბიის ოლქის პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა მაიკლ შერვინმა განაცხადა, რომ პირდაპირი მტკიცებულებები იმისა, რომ კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილეები კონგრესმენების აყვანასა მოკვლას გეგმავდნენ, არ არსებობს. შერვინის თქმით, გამოძიება დედაქალაქის ოლქის ფარგლებს გასცდა და შტურმის მონაწილეები მთელი ქვეყნის მასშტაბით იკითხებიან, ამიტომ შესაძლოა, საწინააღმდგო მონაცემებიც შეგროვდეს.
მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში 6 იანვარს იმ დროს შეიჭრნენ, როდესაც სენატორები და კონგრესმენები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დასამტკიცებლად იყვნენ შეკრებილნი. შტურმის გამო სხდომა რამდენიმე საათით შეწყდა.
იმ დღს დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის შტურმის ერთი-ერთი მონაწილე ქალი პოლიციელის მხრიდან სროლის შედეგად დააიღუპა, კაპიტოლიუმის დაცვის ერთ-ერთმა წევრმა მძიმე ჭრილობები მიიღო და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამის შემდეგ სამართალდამცველებმა შტურმის მონაწილეებისგან შენობა გაათავისუფლეს, კონგრესმა სხდომა განაახლა და ახალ პრეზიდენტად ჯო ბაიდენი დაამტკიცა.
დემოკრატებმა ტრამპი ამბოხისკენ წაქეზებაში დაადანაშაულეს, წარმომადგენელთა პალატამ კი მას იმპიჩმენტი გამოუცხადა.
საზოგადოება
- საქართველოში კორონავირუსის 1030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- იმუნიზაციის საბჭო დღეს გადაწყვეტს დაიწყებს თუ არა საქართველო "სინოფარმით" ვაქცინაციას ჯანმო-ს ავტორიზაციამდე
- რუსთაველის თეატრმა მოხსნა სპექტაკლი, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობს
- ყველას უნდა ჰქონდეს სკოლაში მეგრული და სვანური ენების არჩევით შესწავლის საშუალება - სალომე ზურაბიშვილი
ეკონომიკა
- Wizz Air-ი საქართველოს ბაზარზე ფრენებს ანახლებს
- IMF-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა
- შევხვდებით ყველას, ვინც დაინტერესებულია წვლილი შეიტანოს "ნამახვანჰესის" პროექტის გაუმჯობესებაში - ნათია თურნავა
- ულტიმატუმები ჩვენთვის მიუღებელია, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას - ნათია თურნავა "ნამახვანჰესის" პროექტზე
კონფლიქტები
- გოგონა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომ "აფხაზეთი საქართველოა", აფხაზეთის ე.წ. პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა
- ხურვალეთში პოლიციამ ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა აღკვეთა
- ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- ოკუპენტების მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები