ნიდერლანდების მთავრობა ასობით მოქალაქის თაღლითობაში შეცდომით დადანაშაულების გამო გადადგა

საქართველო, თბილისი - 19:39 | 15.01.2021
ნანახია: 738

ნიდერლანდების მთავრობა გადადგა. ამის მიზეზი ბავშებისთვის გამოყოფილი ფულადი დახმარება გახდა, რომლის მიღების მიზნით ათასობით მოქალაქე თაღლითობაში დაადანაშაულეს. ინფორმაციას ტელეარხი NOS ავრცელებს. კაბინეტმა გადადგმოს გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

ცოტა ხნის წინ ადგილობრივი მედია წერდა, რომ ბავშვებისთვის გამოყოფილ ფულად დახმარებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო ასობით მშობელი სერიოულ პრობლემებს წააწყდნენ მას შემდეგ, რაც საგადასახადო სამსახურმა ისინი შეცდომით თაღლითობაში დაადანაშაულა და მათ სახელმწიფოსთვის ფულის დაბრუნება მოსთხოვა. ზოგიერთ შემთხვევაში საუბარი იყო ათი ათასობით ევროზე.

პრემიერ მინისტრმა მარკ რიუტემ სკანადლის კომენტირებისას განაცხადა, რომ პასუხიმსგებლობა დაეკისრათ უდანაშაულო ადამიანებს, მათი ცხოვრება დაინგრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე