საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული - გიორგი გახარია
საქართველო, თბილისი - 11:45 | 15.01.2021 ნანახია: 167
საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინასთან დაკავშირებით უკვე დამუშავებული აქვს გეგმა, რომელსაც უწყებათაშორისი საბჭო განიხილავს, რის შემდეგაც გეგმა მთავრობის სხდომაზე იქნება დამტკიცებული.
„ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორები და აზრები ისმის, უბრალოდ, ვერც ვხვდები, საიდან ეს ინფორმაცია. ვაქცინაციასთან დაკავშირებით შექმნილია ვაქცინაციის სპეციალური კომისია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს და ეს კომისია რამდენიმე ამოცანას ისახავს მიზნად. პირველი ეს არის მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რომელიც ლოგისტიკასთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვა ლოგისტიკური რეჟიმი აქვს. ასევე მოამზადოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მზად, დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია. მეორე საკითხი არის ის, რომ წინასწარ განვსაზღვროთ ის მიზნობრივი ჯგუფები, რომელთა აცრაც პრიორიტეტულად, პირველ რიგში უნდა დავიწყოთ და მესამე - რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ COVAX-ის პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც.
პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და გეგმა არსებობს. ორშაბათს საბჭოზე ისინი წარმოადგენენ ამ გეგმას, რომელიც შემდეგ მთავრობის სხდომაზე იქნება დამტკიცებული.
ამიტომ, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ - საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საზოგადოება
- საქართველოში კორონავირუსის 1030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- იმუნიზაციის საბჭო დღეს გადაწყვეტს დაიწყებს თუ არა საქართველო "სინოფარმით" ვაქცინაციას ჯანმო-ს ავტორიზაციამდე
- რუსთაველის თეატრმა მოხსნა სპექტაკლი, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობს
- ყველას უნდა ჰქონდეს სკოლაში მეგრული და სვანური ენების არჩევით შესწავლის საშუალება - სალომე ზურაბიშვილი
ეკონომიკა
- Wizz Air-ი საქართველოს ბაზარზე ფრენებს ანახლებს
- IMF-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა
- შევხვდებით ყველას, ვინც დაინტერესებულია წვლილი შეიტანოს "ნამახვანჰესის" პროექტის გაუმჯობესებაში - ნათია თურნავა
- ულტიმატუმები ჩვენთვის მიუღებელია, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას - ნათია თურნავა "ნამახვანჰესის" პროექტზე
კონფლიქტები
- გოგონა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომ "აფხაზეთი საქართველოა", აფხაზეთის ე.წ. პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა
- ხურვალეთში პოლიციამ ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა აღკვეთა
- ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- ოკუპენტების მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები