საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დოჰას მასტერსი 5 მედლით დაასრულა და გუნდურ ასპარეზობაში მე-2 ადგილი დაიკავა

საქართველო, თბილისი - 21:19 | 13.01.2021
ნანახია: 1070

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დოჰას მასტერსი 5 მედლით დაასრულა და გუნდურ ასპარეზობაში მე-2 ადგილი დაიკავა. ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიგეს.

ოქრო - ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ), ვერცხლი - ბექა ღვინიაშვილი (-90კგ), ბრინჯაო - ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ), ლაშა ბექაური (-90კგ)

მესამე საჭიდაო დღეს ბრინჯაოს მედალს ლაშა ბექაური დაეუფლა.

ღვინიაშვილმა ფინალი ნიდერლანდელ ნოელ ვან ტ ენდთან ჩაატარა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ვერაფერი გააწყო და ფინალში მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ვარლამ ლიპარტელიანმა რუსი ნიიაზ ბილალოვი და უზბეკი მუხამადკარიმ ხურამოვი შებოჭვებით დაამარცხა, ნახევარფინალში კი ისრაელის წარმომადგენელ პეტერ პალჩიკს ვაზარი აართვა. ფინალში ლიპარტელიანმა ზელიმ კოცევს ვაზარით აჯობა და მასტერსის ოქრო მესამედ მოიგო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე