FBI-ს ინფორმაციით, ამერიკის ყველა შტატში შეიარაღებული საპროტესტო აქციების გამართვა იგეგმება
საქართველო, თბილისი - 14:00 | 12.01.2021 ნანახია: 149
შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო FBI ფლობს ინფორმაციას, რომ ამერიკის ყველა შტატში იგეგმება შეიარაღებული საპროტესტო აქციები. ამის შესახებ ინფორმაციას წამყვანი მედიასაშუალებები FBI- ის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებენ.
დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციით, ულტრამემარჯვენე რადიკალური დაჯგუფებები აპირებენ 16 იანვარს ვაშინგტონში გაემგზავრონ.
ნათქვამია, რომ თუ კონგრესი შეეცდება დონალდ ტრამპის გადაყენებას, რადიკალური ჯგუფები შეიარაღებულ აჯანყებას მოახდენენ.
დოკუმენტის თანახმად, ორგანიზებული ძალადობრივი თავდასხმების განზრახვის უკან დგას ექსტრემისტული მემარჯვენე დაჯგუფება, რომელიც Boogaloo-ს სახელით არის ცნობილი.
იუწყებიან, რომ რადიკალური ულტრამემარჯვენე დაჯგუფებები საპროტესტო აქციებს გეგმავენ 50-ვე შტატის საკანონმდებლო ორგანოს შენობებთან 16-დან 20 იანვრის ჩათვლით, ხოლო ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან 17-დან 20 იანვრის ჩათვლით.
გავრცელებული ცნობით, ძალადობრივი დაჯგუფებები ტრამპის იმპიჩმენტის შემთხვევაში შტატის სასამართლოებისა და საკანონმდებლო ორგანოების შენობების ხელში ჩაგდებას აპირებენ.
გამოძიების ფედერალური ბიურო აფრთხილებს შტატებისა და ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა მოემზადონ რადიკალური მემარჯვენე ექსტრემისტების თავდასხმისთვის.
აღნიშნული ინფრომაციის გავრცელების კვალდაკვალ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ვაშინგტონში 24 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
პოლიტიკა
- შეგიძლიათ "ბუფეტს" მიაკითხოთ პარლამენტში, შოკოლადი "ტვიქსი" იყიდოთ - თაკო ჩარკვიანი ლევან იოსელიანს
- "ფორმულას" ინფორმაციით, ივანიშვილი საფრანგეთში მიდის, კობახიძე კი გახარიას კალაძით ცვლის
- ივანიშვილი გარდაისახა და ახლა ვასიკოშია, ორ ირაკლიშია, ერთ კახაშია, თეაშია და გიაშია - რომან გოცირიძე
- ეს არის ლიდერთა თანავარსკვლავედი, რომლის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი ირაკლი კობახიძეა - ლაშა ნაცვლიშვილი "ქართული ოცნებაზე“
კონფლიქტები
- სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს
- ოკუპანტების მიერ ზარდიაანთკარიდან გატაცებული მირიან თაზიაშვილი თავისუფალია
- ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებმა კაცმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ექიმთან მისვლა ვერ შეძლო და გარდაიცვალა
- ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ეს საინტერესოა
- როგორ შეცვალა ვაქცინებმა მსოფლიო. ვაქცინაციის ისტორია მე -18 საუკუნიდან დღემდე
- Pantone-მა 2021 წლის მთავარი ფერები დაასახელა
- Facebook Messenger-სა და Instagram-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ თვითგამანადგურებელი შეტყობინებები გააგზავნონ
- მიუნხენის აუქციონზე ჰიტლერის სიტყვით გამოსვლის მანუსკრიპტი გაიყიდა
მედიცინა
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
- Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2020 მიმდინარეობს
- თეგეტა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
- საქართველოს ბანკის, ვოლტის და Mastercard-ის ახალი სპეცშეთავაზება Student Card-ის მფლობელებს
- საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გორში ვაშლის ბაღები გაშენდა