ახალგაღვიძებულზე იაგო ხვიჩიას გამოტანტალებები უადგილოდ, ულოგიკოდ, უმორალოდ, არის აუტანელი - გოგა ხაჩიძე

საქართველო, თბილისი - 22:46 | 04.12.2020
ნანახია: 550

ნახეთ თვითონ ენა, რა ენით წერს ზურა ჯაფარიძე, რას ამბობს, როგორ და მერე იქვე ხვიჩიამაც თქვა, რომ ახალი გაღვიძებული ვიყავიო და რაღაცა იქვე ვუპასუხეო. ნახეთ მისი პასუხი, აი ასე გამოტანტალდა კაცი და რა უპასუხა, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გოგა ხაჩიძემ "ღამის კურიერის" ეთერში იაგო ხვიჩიას კომენტარზე საუბრისას განაცხადა.

"ნახეთ თვითონ ენა, რა ენით წერს ზურა ჯაფარიძე, რას ამბობს, როგორ და მერე იქვე ხვიჩიამაც თქვა, რომ ახალი გაღვიძებული ვიყავიო და რაღაცა იქვე ვუპასუხეო. ნახეთ მისი პასუხი, აი ასე გამოტანტალდა კაცი და რა უპასუხა. აი ეს არის ის, რაც იაგო ხვიჩიას ნაწილში მე არა ერთხელ გამაღიზიანა და ასეთი გამოტანტალებები უადგილოდ, უდროოდ, სრულიად უსაზღვროდ, ულოგიკოდ, უმორალოდ გარკვეულ წილად, რომ მერე იქვე ბოდიშების მოხდა გიწევს, აი ასეთი გამოტანტალებები არის აუტანელი კონკრეტულად ჩემთვის, როგორც გვერდიდან გულშემატკივრისთვის იაგო ხვიჩიასი. აქ საუბარი არ არის შინაარსზე, რომელზეც შეიძლება სხვა ფორმატში, სხვა ფორმით, მსჯელობა, ღრმა ანალიზი, დასკვნების გაკეთება და ა.შ.

არც იმაზეა საუბარი, რომ ვინმე ვინმეს პოზიციის გამოთქმას, რაღაც დროში ან, ა.შ. უკრძალავს. როდესაც ასეთი გამოხტომის შემდეგ, ისეთი რამე ხდება ფაქტად, რომ ათასობით შენი გულშემატკივარი და შენი ხმის მომცემი გამოდის და გლანძღავს და ეს ხდება ბევრჯერ, არ შეიძლება ასეთ საქციელზე პასუხი არ გაეცეს. რაც შეეხება ვახო მეგრელიშვილს, აქაც მსგავსი ტიპის პრობლემები გვაქვს. რა არის იცით, ადამიანური პრობლემებია ეს," - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

შეგახსენებთ, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს განაცხადა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს.

ჯაფარიძემ თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში, დაწერა:

"სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას.

ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო", - წერს ჯაფარიძე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე