კორონავირუსით გარდაიცვალა ბერ-დიაკონი კირიონი

საქართველო, თბილისი - 18:01 | 04.12.2020
ნანახია: 249

გუშინ, 2020 წლის 3 დეკემბერს, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) გარდაიცვალა ბედ-დიაკონი კირიონი (ადეიშვილი). ინფორმაციას "საპატრიარქოს უწყებანი" ავრცელებს.

"მამა კირიონი დასვენებული იქნება ელიას მთაზე მდებარე წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძარში, 2020 წლის 5 დეკემბერს, 14 საათზე კი იგი დაიკრძალება ამავე ტაძრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ ბერ-დიაკონ კირიონის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და საძმოს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ბერ-დიაკონი კირიონი", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე