112-ში დღეს ოპერატორების ოდენობა გასამმაგებულია - ვახტანგ გომელაური

საქართველო, თბილისი - 17:15 | 04.12.2020
ნანახია: 191

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ვახტანგ გომელაურმა მედიის კითხვებს უპასუხა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე უფრო მეტი მოქალაქე რეკავს 112-ში, შესაბამისად 112-ში ოპერატორების რაოდენობა გასამაგებულია და იგეგმება მათი რიცხვის გაზრდა.

“დღეს გავეცანით, რა პრობლემებია 112-ის მიმართულებით. იცით, რომ ზარებზე მომლოდინე რეჟიმი გაიზარდა, სწრაფი ტესტების დაწყებიდან, ორი დღის წინ რაც დავიწყეთ სწრაფი ტესტები, უფრო მეტი მოქალაქე რეკავს და მოლოდინის რეჟიმი ავიდა 7 წუთზე, 5 წუთზე ან 6 წუთზე. არის შემთხვევები, როცა უფრო მეტია ოჯახის ექიმთან დაკავშირების ლოდინი.

რაც შეეხება რას ვაკეთებთ, გვინდა, რომ უფრო გავამარტივოთ. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, როგორც სასწრაფო-სამედიცინო მიმართულებით, ასევე ოჯახის ექიმის მიმართულებით. გვინდა, რომ დავამატოთ მეტი ოპერატორები. დღეს ოპერატორების ოდენობა დაახლებით გასამმაგებულია, რაც იყო ჩვეულებრივ რეჟიმში, გასამმაგებულ რეჟიმში მუშაობენ ოპერატორები. დღეს 300 ოპერატორი მუშაობს 24 საათის განმავლობაში თითქმის, 140-150 ოპერატორს კიდევ დავამატებთ უახლოეს ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში, რა თქმა უნდა, ეს ზარები შემცირდება და უფრო მეტი ოპერატორი მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე