ოკუპანტების მიერ გატაცებულ მირიან თაზიაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

საქართველო, თბილისი - 21:10 | 03.12.2020
ნანახია: 341

63 წლის მირიან თაზიაშვილს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარიდან რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს, ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაცია მედიას უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც მირიან თაზიაშვილის მეუღლემ თქვა, მას ტელეფონით დაუკავშირდა ერგნეთის შეხვედრებზე ქართული მხარის წარმომადგენელი ირაკლი ანთაძე და მირიან თაზიაშვილის ორთვიანი პატიმრობის შესახებ შეატყობინა.

მირიან თაზიაშვილი ზარდიანთკარიდან რუსმა ოკუპანტებმა 20 ნოემბერს გაიტაცეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე