მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ეს არის ის, რისი გაღებაც შეგვიძლია - ნათია თურნავა
საქართველო, თბილისი - 13:43 | 03.12.2020 ნანახია: 267
მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ეს არის ის, რისი გაღებაც შეგვიძლია. ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვა მალე გაუქმდება, ადამიანები მალე დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს და მიიღებენ შემოსავლებს ჩვეულებრივი გზით.
"რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, 300 ლარი ნამდვილად არ არის მაღალი თანხა, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ ამ რთულ ვითარებაში ერთჯერადად შეგვიძლია.
ასევე, შეგახსენებთ, რომ ეს შეზღუდვა მალე გაუქმდება, ეს არის დროებითი, დროში შემოფარგლული და ადამიანები კვლავ შეძლებენ დაუბრუნდნენ თავის სამუშაო ადგილებს. იმდენად აქტიურად ითხოვს სავაჭრო სექტორი მალე გახსნას, არ მაქვს რაიმე კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, ეს სამუშაო ადგილები აღდგება თუ არა, რა თქმა უნდა, აღდგება. ისინი იმას კი არ ამბობენ, რომ ვერ იმუშავებენ, ისინი ამბობენ - ვიმუშავებთ, გაგვხსენით.
აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები, სანამ გვიწევს ამ შეზღუდვის განხორციელება, ისარგებლებენ ამ 300 ლარით, მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ეს არის ის, რისი გაღებაც შეგვიძლია, რადგან უზარმაზარი ბიუჯეტი იხარჯება ზოგადად ანტიპანდემიური მიმართულებით, შემდეგ, კვლავ დაუბრუნდებიან თავის სამუშაო ადგილებს და მიიღებენ შემოსავალს ჩვეულებრივი გზით", - თქვა თურნავამ.
პოლიტიკა
- სალომე ზურაბიშვილი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება
- საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული - გიორგი გახარია
- არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას - გახარია
- გარკვეული ხნით რეალური და ვირტუალური საჯარო სივრციდან დისტანცირება მიწევს - დავით უსუფაშვილი
კონფლიქტები
- სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს
- ოკუპანტების მიერ ზარდიაანთკარიდან გატაცებული მირიან თაზიაშვილი თავისუფალია
- ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებმა კაცმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ექიმთან მისვლა ვერ შეძლო და გარდაიცვალა
- ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ეს საინტერესოა
- როგორ შეცვალა ვაქცინებმა მსოფლიო. ვაქცინაციის ისტორია მე -18 საუკუნიდან დღემდე
- Pantone-მა 2021 წლის მთავარი ფერები დაასახელა
- Facebook Messenger-სა და Instagram-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ თვითგამანადგურებელი შეტყობინებები გააგზავნონ
- მიუნხენის აუქციონზე ჰიტლერის სიტყვით გამოსვლის მანუსკრიპტი გაიყიდა
მედიცინა
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
- Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2020 მიმდინარეობს
- თეგეტა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
- საქართველოს ბანკის, ვოლტის და Mastercard-ის ახალი სპეცშეთავაზება Student Card-ის მფლობელებს
- საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გორში ვაშლის ბაღები გაშენდა