ბრიტანეთმა "ფაიზერის" ვაქცინა დაამტკიცა - ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება
საქართველო, თბილისი - 12:31 | 02.12.2020 ნანახია: 230
დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და მისი გერმანული პარტნიორი BioNTech-ის ვაქცინა დაამტკიცა. იუწყება BBC-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთში მოელიან, რომ მოსახლეობის ვაქცინაცია უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება.
დიდმა ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა ფარმაცევტულ გიგანტებს ვაქცინის 40 მლნ დოზა, რაც 20 მლნ მოქალაქისთვის არის საკმარისი. უპირველესად რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები აიცრებიან.
შეგახსენებთ, Pfizer-მა და BioNTech-მა მათ მიერ შემუშავებული ვაქცინის დამტკიცების თხოვნით ევროპის სამედიცინო სააგენტოსაც (EMA) მიმართეს.
მანამდე ამ კომპანიებმა ვაქცინის დამტკიცების მოთხოვნა წარადგინეს აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციაში (FDA). ფედერალური უწყების დამოუკიდებელი ექსპერტები კლინიკური კვლევების შედეგების განსახილველად 10 დეკემბერს შეიკრიბებიან.
დადებითი პასუხის შემთხვევაში, ადმინისტრაცია და ინფრასტრუქტურა უკვე მომზადებულია იმისთვის, რომ ვაქცინის დამტკიცება და შემდეგ მისი დისტრიბუცია რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდეს. ვარაუდობენ, რომ ამერიკაში ვაქცინა უკვე 25 დეკემბრამდე იქნება ხელმისაწვდომი.
18 ნოემბერს Pfizer-მა და BioNTech-მა განაცხადეს, რომ მათ მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა. გავრცელებული ინფორმაციით, 65 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებში ვაქცინის ეფექტურობამ 94%-იან ნიშნულს გადააჭარბა.
ორი დღით ადრე (16 ნოემბერს), გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Moderna-ს ვაქცინამ 94.5%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
Pfizer-ისა და BioNTech-ის მსგავსად, Moderna-მაც წარადგინა ვაქცინის დამტკიცების მოთხოვნა აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციასა და ევროპის სამედიცინო სააგენტოში.
პოლიტიკა
- "თოვდა და თბილისს ებურა თალხი..." - აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კოლაუ ნადირაძის ლექსს კითხულობენ
- ვახო სანაიაზე თავდასხმა თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის გამოვლინებაა - ბოკერია
- საქართველოში მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური პოლარიზაცია უფრო მეტად გაღრმავდა.მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციისკენ მიმართული ძალისხმევა - ევროკავშირი
- ვიცე-პრემიერებად დავით ზალკანიანი და ივანე მაჭავარიანი დაინიშნენ
სამართალი
- "ფორმულას" ტელეწამყვან ვახო სანაიას თავს დაესხნენ - დაკავებულია 3 პირი
- ნიკა მელიას ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს
- ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
- პოლიციამ სპეციალური ქიმიური საშუალებები კანონის დარღვევით გამოიყენა - საია
ეკონომიკა
- საქართველოს ფოსტის სერვისი - "სახლიდან სახლში"
- „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ MAN-ის ბრენდის სატვირთო ავტომობილებზე შიდა 0%-იან განვადებას აანონსებს
- აქტიურად ვმუშაობთ, რომ ტურიზმი ფეხზე დროულად წამოდგეს - ნათია თურნავა
- „საქართველოს ფოსტა“ და კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის ხელშეწყობისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით კომპანიის მიერ დანერგილი სერვისები და პროდუქტები
კულტურა
- მომღერალი ზურა დოიჯაშვილი გარდაიცვალა
- ბერლინის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა საკონკურსო პროგრამა წარადგინეს
- 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ბერლინის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი
- "ფორსაჟი 9"-ის პრემიერა, რომლის რამდენიმე სცენა საქართველოში გადაიღეს, 2 აპრილს გაიმართება
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი საქართველოს ბანკისგან
- JCB-იმ, 55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი, 3CX წარმოადგინა
- „პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანია “Soul” პორშეს საერთაშორისო კონკურსის PRI-ის გამარჯვებულთა შორისაა
- „ვოლვო ქარსის“ გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი 2020 წლის მეორე ნახევარში დაფიქსირდა
თავდაცვა
- გაგრძელდება მოქმედება - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში - ჯუანშერ ბურჭულაძე
- თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი აღჭურვილობა გადაეცა
- 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში Combined Resolve XV სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ
- საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკული სამხედრო ხომალდი "დონალდ კუკი" შემოვიდა