ქაბულის უნივერსიტეტზე თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 22:31 | 01.12.2020
ნანახია: 171

ქაბულის უნივერსიტეტზე თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა.

ავღანეთის დედაქალაქში სროლა უნივერსიტეტის სიახლოვეს დაიწყო. მედიის ინფორმაციით, გაისმა აფეთქების ხმაც. რამდენიმე შეიარაღებული პირი შენობაში შეიჭრა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმი. მოგვიანებით ავღანეთის შს სამინისტრომ განაცხადა, რომ შენობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია. სამართალდამცველებმა  შენობიდან ასობით ადამიანი გაიყვანეს.

Tolo News-ის ინფორმაციით, აფეთქება და სროლა  იმ დროს მოხდა, როდესაც უნივერსიტეტში ავღანეთისა და ირანის წარმომადგენლები წიგნის გამოფენას ხსნიდნენ და შენობაში უამრავი ადამიანი იმყოფებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე