გაზი ძვირდება
საქართველო, თბილისი - 18:46 | 01.12.2020 ნანახია: 252
შპს "თბილისი ენერჯის" განცხადებით, 3 იანვრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება გაეზრდებათ.
საწარმოებს ერთ კუბურ მეტრზე 1 ლარისა და 10 თეთრის გადახდა მოუწევთ.
"ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ აშშ დოლართან მიმართებით, სერიოზული პრობლემები შექმნა დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების საკითხში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით. შპს „თბილისი ენერჯი“ დღემდე ინარჩუნებს ბუნებრივი გაზის ყველაზე დაბალ ტარიფს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის" , - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიაში ამბობენ, რომ ამ დრომდე საკუთარი რესურსებით აბალანსებდნენ ვალუტის კურსის ცვლილებას, თუმცა დღეს, კომპანიას საკმარისი ფინანსური სახსრების აღარ აქვს და იმისთვის, რომ მომხმარებლებისთვის გაზმომარაგების საფრთხე არ შეიქმნას, იძულებულია ბუნებრივ აირზე ფასი გაზარდოს
"დღეისათვის შპს „თბილისი ენერჯის“ უჭირს მოწოდებული ბუნებრივი გაზის შესასყიდად საკმარისი ფინანსური სახსრების აკუმულირება, რაც ცხადია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არა მხოლოდ რეალურ საფრთხეს უქმნის მომხმარებელთა უწყვეტ გაზმომარაგებას, არამედ საფრთხეს უქმნის კომპანიის ნორმალურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას. იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და თბილისის მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგება, აუცილებელია არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2021 წლის 3 იანვრიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.10 (ერთი ლარი და 10 თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. "- ნათქვამია შპს „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.
პოლიტიკა
- ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია
- ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს დღეს ეწვევა
- ბევრმა ყოფილმა "ქოცმა" დამიცვა საჯაროდ, ნაცმოძრაობის ყოფილი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის გარდა - ნიკა მელია
- განახლება გვჭირდება. ტრიბუნაზე და ტელეეთერში შევამციროთ ჩვენი პერსონები, ჩემი თაობის პოლიტიკოსებს მივმართავ გავიწიოთ გვერდზე - დავით ბერძენიშვილი
საზოგადოება
- ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
- მტრული ძალის მხარდამჭერია, ვინც ცდილობს ეკლესიაზე შეტევა მიიტანოს და ცუდი გადაცემები გააკეთოს - მეუფე იაკობი
- საქართველოში კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- იმედია, მომავალ კვირას "ფაიზერისგან" გვექნება კონკრეტული ინფორმაცია როდის შემოვა პირველი დოზები - გამყრელიძე
კულტურა
- მომღერალი ზურა დოიჯაშვილი გარდაიცვალა
- ბერლინის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა საკონკურსო პროგრამა წარადგინეს
- 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ბერლინის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი
- "ფორსაჟი 9"-ის პრემიერა, რომლის რამდენიმე სცენა საქართველოში გადაიღეს, 2 აპრილს გაიმართება
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი საქართველოს ბანკისგან
- JCB-იმ, 55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი, 3CX წარმოადგინა
- „პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანია “Soul” პორშეს საერთაშორისო კონკურსის PRI-ის გამარჯვებულთა შორისაა
- „ვოლვო ქარსის“ გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი 2020 წლის მეორე ნახევარში დაფიქსირდა
თავდაცვა
- გაგრძელდება მოქმედება - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში - ჯუანშერ ბურჭულაძე
- თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი აღჭურვილობა გადაეცა
- 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში Combined Resolve XV სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ
- საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკული სამხედრო ხომალდი "დონალდ კუკი" შემოვიდა