ჩოხატაურში, ქვის საამქროში 33 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა - ის საავადმყოფოში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 15:06 | 29.11.2020
ნანახია: 146

ჩოხატაურში, ქვის საამქროში 33 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა. ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და მალევე გარდაიცვალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე