სინგაპურში, ახალშობილს COVID-19-ის ანტისხეულები აღმოაჩნდა

საქართველო, თბილისი - 12:51 | 29.11.2020
ნანახია: 199

სინგაპურში, ქალმა, რომელმაც ორსულობის დროს კორონავირუსული ინფექცია გადაიტანა, ბიჭი გააჩინა, რომელსაც COVID-19-ის ანტისხეულები აღმოაჩნდა. იტყობინება გაზეთი Straits Times.

31 წლის სელინ იგ- ჩენს კორონავირუსი მარტში დაუდასტურდა, როდესაც ის ორსულობის მეათე კვირაში იმყოფებოდა. ქალმა დაავადება მსუბუქ ფორმაში გადაიტანა. ნოემბერში იგ-ჩენმა ვაჟი ოლდრინი გააჩინა, ექიმებმა მას კორონავირუსი ვერ დაუდგინეს.

 „ეს ძალიან საინტერესოა. ბავშვის პედიატრმა თქვა, რომ ჩემი ანტისხეულები გაქრა, თუმცა ოლდრინს აქვს. ჩემი ექიმი ვარაუდობს, რომ მე მას ჩემი ანტისხეულები ორსულობის დროს გადავეცი“, - ამბობს ქალი.

როგორც გაზეთი აღნიშნავს, სინგაპურში, შესაძლოა, მსგავსი პირველი შემთხვევა არ იყოს. გამოცემის ცნობით, აპრილში დაიბადა ბავშვი, რომლის დედაც ორსულობის 36-ე კვირაში დაინფიცირდა. როგორც გაზეთი წერს, შესაძლოა, სწორედ ის ბავშვი იყოს სინგაპურში პირველი ახალშობილი, რომელსაც ანტისხეულები აღმოაჩნდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე