საქართველოში კორონავირუსის 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველო, თბილისი - 12:02 | 28.11.2020 ნანახია: 195
საქართველოში კორონავირუსის 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 058 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 127 942 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 106 328 გამოჯანმრთელდა, 1 195 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 2 076, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 286 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 844.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
საქართველოში გუშინ კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 489 ადამიანი.
პოლიტიკა
- სალომე ზურაბიშვილი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება
- საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული - გიორგი გახარია
- არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას - გახარია
- გარკვეული ხნით რეალური და ვირტუალური საჯარო სივრციდან დისტანცირება მიწევს - დავით უსუფაშვილი
კონფლიქტები
- სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს
- ოკუპანტების მიერ ზარდიაანთკარიდან გატაცებული მირიან თაზიაშვილი თავისუფალია
- ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებმა კაცმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ექიმთან მისვლა ვერ შეძლო და გარდაიცვალა
- ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ეს საინტერესოა
- როგორ შეცვალა ვაქცინებმა მსოფლიო. ვაქცინაციის ისტორია მე -18 საუკუნიდან დღემდე
- Pantone-მა 2021 წლის მთავარი ფერები დაასახელა
- Facebook Messenger-სა და Instagram-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ თვითგამანადგურებელი შეტყობინებები გააგზავნონ
- მიუნხენის აუქციონზე ჰიტლერის სიტყვით გამოსვლის მანუსკრიპტი გაიყიდა
მედიცინა
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
- Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2020 მიმდინარეობს
- თეგეტა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
- საქართველოს ბანკის, ვოლტის და Mastercard-ის ახალი სპეცშეთავაზება Student Card-ის მფლობელებს
- საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გორში ვაშლის ბაღები გაშენდა