საქართველოს ფოსტა შეუზღუდავად განაგრძობს მუშაობას

საქართველო, თბილისი - 18:28 | 26.11.2020
ნანახია: 121

ქვეყანაში მობილობის შემცირების პირობებში, „საქართველოს ფოსტაროგორც მოსახლეობას, ასევე კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შეუზღუდავად სთავაზობს საფოსტო/საკურიერო მომსახურებას.

მომსახურება განხორციელდება სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

საქართველოს ფოსტაგზავნილთა მისამართზე ან სერვისცენტრში გადაცემა/ჩაბარებას უზრუნველყოფს ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე. ოპერატორები და კურიერები აღჭურვილნი არიან შესაბამისი ეკიპირებით.

საქართველოს ფოსტა“  მომხმარებლებს მოუწოდებს, საფოსტო სერვისების მისაღებად ისარგებლონ რიგის ონლაინ რეზერვაციის სერვისით. აღნიშნული სერვისი საშუალებას მოგცემთ წინასწარ დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ სერვისცენტრში, ამით თქვენ შეძლებთ თავი აარიდოთ რიგს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთსაქართველოს ფოსტისვებ გვერდზეgpost.ge ან ქოლ ცენტრის მეშვეობით  032 224 09 09




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე