მეტრო არ გაჩერდება და შეუფერხებლად მოემსახურება მგზავრებს - კახა კალაძე
საქართველო, თბილისი - 21:47 | 25.11.2020 ნანახია: 130
დედაქალაქის მერმა მედიის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მეტროსადგურებში ხორციელდება მგზავრთა ნაკადის კონტროლი და როგორც მგზავრებს, ისე მეტროს თანამშრომლებს მოეთხოვებათ პირბადის ტარება.
კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მეტროპოლიტენის 25-მდე მემანქანეს კოვიდი დაუდასტურდა, მეტროს მუშაობას ხელი არ შეეშლება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს ბელორუსიდან ჩამოიყვანს.
"ჩვენ ბელარუსთან, კონკრეტულად მინსკთან, გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება დადებული, რომლის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა გვექნება მემანქანეები ჩამოვიყვანოთ ბელარუსიდან. მეტრო არ გაჩერდება, მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას", - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე თბილისის მეტროპოლიტენში დარგის სპეციალისტების ყველა რეკომენდაცია სრულდება და მემანქანეების კორონავირუსზე ტესტირების პროცესიც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
"დღეს რომ მეტრო გამართულად მუშაობს და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, რის ხარჯზეა? ჩვეულებრივ ციდან ჩამოვარდა ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, მენეჯმენტის და უსაფრთხოების ზომების მიღების ხარჯზე, ზუსტად იმ ტესტირებების ხარჯზე, რომელიც მეტროპოლიტენში ხორციელდება. სამწუხაროდ, ამ ტესტირებებით გამოვლინდა დაახლოებით 25-მდე თანამშრომლის ინფიცირების ფაქტი. თუმცა მეტროს ამ ეტაპზე არანაირი შეზღუდვები არ დაუწესებია, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. ასე გაგრძელდება მომავალშიც. რაც შეეხება მეტროში მიღებულ უსაფრთხოების ზომებს, პირბადის გარეშე მეტროში შესვლა შეუძლებელია და ზუსტად მაგის გამო აქვს ადგილი პატარა რიგებს მეტროს შესასვლელთან რათა მგზავრები ეტაპობრივად შევიდნენ და ბაქანზე არ იყოს ბევრი ადამიანი. ჩვენ ვნახეთ, თუ რა მდგომარეობა შეიქმნა ორ მეტროსადგურში, მაგრამ დღეისათვის ეს პრობლემა არ არსებობს. დამატებით რეგულაციებს რაც შეეხება, თუ იქნება დამატებით მითითებები ეპიდემიოლოგების მხრიდან, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს", - განაცხადა კახა კალაძემ.
პოლიტიკა
- შეგიძლიათ "ბუფეტს" მიაკითხოთ პარლამენტში, შოკოლადი "ტვიქსი" იყიდოთ - თაკო ჩარკვიანი ლევან იოსელიანს
- "ფორმულას" ინფორმაციით, ივანიშვილი საფრანგეთში მიდის, კობახიძე კი გახარიას კალაძით ცვლის
- ივანიშვილი გარდაისახა და ახლა ვასიკოშია, ორ ირაკლიშია, ერთ კახაშია, თეაშია და გიაშია - რომან გოცირიძე
- ეს არის ლიდერთა თანავარსკვლავედი, რომლის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი ირაკლი კობახიძეა - ლაშა ნაცვლიშვილი "ქართული ოცნებაზე“
კონფლიქტები
- სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს
- ოკუპანტების მიერ ზარდიაანთკარიდან გატაცებული მირიან თაზიაშვილი თავისუფალია
- ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებმა კაცმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ექიმთან მისვლა ვერ შეძლო და გარდაიცვალა
- ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ეს საინტერესოა
- როგორ შეცვალა ვაქცინებმა მსოფლიო. ვაქცინაციის ისტორია მე -18 საუკუნიდან დღემდე
- Pantone-მა 2021 წლის მთავარი ფერები დაასახელა
- Facebook Messenger-სა და Instagram-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ თვითგამანადგურებელი შეტყობინებები გააგზავნონ
- მიუნხენის აუქციონზე ჰიტლერის სიტყვით გამოსვლის მანუსკრიპტი გაიყიდა
მედიცინა
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
- Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2020 მიმდინარეობს
- თეგეტა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
- საქართველოს ბანკის, ვოლტის და Mastercard-ის ახალი სპეცშეთავაზება Student Card-ის მფლობელებს
- საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გორში ვაშლის ბაღები გაშენდა