ახალციხეში Covid 19-ით მამა-შვილი გარდაიცვალა. ისინი კლინიკამ არ მიიღო

საქართველო, თბილისი - 19:30 | 25.11.2020
ნანახია: 206

ახალციხეში, სოფელ წყალთბილაში ბინაზე მკურნალობის დროს კოვიდინფიცირებული მამა-შვილი გარდაიცვალა.

როგორც ექიმი და ოჯახის ახლობლები ამბობენ, მათ ტემპერატურა რამდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნებოდათ.

"მამა-შვილი ავად იყვნენ, გავსინჯე და სასწრაფო დახმარება გამოვიძახე და ახალციხის კლინიკაში გავაგზავნე, რადგან მეც ავად ვარ და საკმაო რაოდენობის ავადმყოფები მყავს ადგილზე. სასწრაფო დახმარების ბრიგადა სახლში არ შევიდა. ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ პაციენტი კლინიკაში თავად უნდა მისულიყო. მოხუცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში თანასოფლელებმა წაიყვანეს, იქ ექთნებს უთქვამთ, რომ ადგილები არ ჰქონდათ, ამის შემდეგ უკან გამობრუნდა და მეორე დღეს, დილის 6 საათზე გარდაიცვალა", - უთხრა "კურიერს" ექიმმა ვაჰან ვაჰანიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე