დიეგო მარადონა გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 21:31 | 25.11.2020
ნანახია: 396

60 წლის ასაკში, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა. იუწყება არგენტინული ტელეკომპანია TN-ი.

გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა.

30 ოქტომბერს მარადონა სამედიცინო შემოწმებისთვის ბუენოს აირესის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა, რომ თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა.

12 ნოემბერს მარადონა კლინიკიდან გაწერეს და რეაბილიტაციის კურსს საკუთარ სახლში გადიოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე