ავსტრალიის არმიაში 9 სამხედრომ თავი მოიკლა
საქართველო, თბილისი - 12:18 | 23.11.2020 ნანახია: 233
ავსტრალიის არმიაში, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ცხრა სამხედრომ თავი მოიკლა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც გამოქვეყნდა მოხსენება ავსტრალიელი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ ავღანეთში, ინფორმაციას გაზეთი Daily Mail. ავრცელებს.
მოხსენება ავსტრალიის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ანგუს კემპბელმა გამოაქვეყნა, დოკუმენტი შეიცავს 39 მკვლელობის მტკიცებულებას, რომლებიც ავსტრალიელმა სპეცრაზმელებმა 2005-2016 წლებში ავღანეთში ჩაიდინეს. მსხვერპლთა შორის არიან როგორც ადგილობრივი სამხედროები, ისე სამოქალაქო პირები.
გაზეთი აღნიშნავს, რომ ამ რაოდენობის თვითმკვლელობა - რვა მამაკაცი და ერთი ქალი, აღნიშნული დროის მონაკვეთში უპრეცენდენტოა ავსტრალიის არმიაში.
ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ სამხედროები, რომლებმაც თავი მოიკლეს, კავშირში იყვნენ ავღანეთში ჩადენილ დანაშაულებთან. თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ თვითმკვლელობის პროვოცირება შესაძლოა, გამოძიებას მოეხდინა. „ვფიქრობ, რომ მედიაში ზოგიერთი ინფორმაციის ავტორები ყველას ერთ ქვაბში ხარშავდნენ და ივიწყებდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციას - ამ ყველაფერმა კი სტრესი გამოიწვია“, - განუცხადა გამოეცმა Advertiser-ს ფსიქიკური ჯანმრთელობის კონსულტანტმა ნილ უოლასმა.
არსებული ინფორმაციით, მოხსენებაში მოყვანილი მტკიცებულებები ეფუძნება 400-ზე მეტი მოწმის ჩვენებას. ამის გარდა, ექსპერტებმა შეისწავლეს 20 ათასზე მეტი დოკუმენტი და 25 ათასზე მეტი ფოტოსურათი. წარდგენილ მოხსენებაში შეიარაღებული ძალების მეთაურმა განაცხადა, რომ აუცილებელია ავღანეთში მსხვერპლთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდა. საერთო ჯამში მისი რეკომენდაციით, საჭიროა დამატებით სისხლის სამართლის გამოძიება იმ 36 ინციდენტის, რომლებიც უკავშირდება მკვლელობებსა და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ შემთხვევებს.
პოლიტიკა
- შეგიძლიათ "ბუფეტს" მიაკითხოთ პარლამენტში, შოკოლადი "ტვიქსი" იყიდოთ - თაკო ჩარკვიანი ლევან იოსელიანს
- "ფორმულას" ინფორმაციით, ივანიშვილი საფრანგეთში მიდის, კობახიძე კი გახარიას კალაძით ცვლის
- ივანიშვილი გარდაისახა და ახლა ვასიკოშია, ორ ირაკლიშია, ერთ კახაშია, თეაშია და გიაშია - რომან გოცირიძე
- ეს არის ლიდერთა თანავარსკვლავედი, რომლის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი ირაკლი კობახიძეა - ლაშა ნაცვლიშვილი "ქართული ოცნებაზე“
კონფლიქტები
- სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს
- ოკუპანტების მიერ ზარდიაანთკარიდან გატაცებული მირიან თაზიაშვილი თავისუფალია
- ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებმა კაცმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ექიმთან მისვლა ვერ შეძლო და გარდაიცვალა
- ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ეს საინტერესოა
- როგორ შეცვალა ვაქცინებმა მსოფლიო. ვაქცინაციის ისტორია მე -18 საუკუნიდან დღემდე
- Pantone-მა 2021 წლის მთავარი ფერები დაასახელა
- Facebook Messenger-სა და Instagram-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ თვითგამანადგურებელი შეტყობინებები გააგზავნონ
- მიუნხენის აუქციონზე ჰიტლერის სიტყვით გამოსვლის მანუსკრიპტი გაიყიდა
მედიცინა
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
- Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2020 მიმდინარეობს
- თეგეტა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
- საქართველოს ბანკის, ვოლტის და Mastercard-ის ახალი სპეცშეთავაზება Student Card-ის მფლობელებს
- საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გორში ვაშლის ბაღები გაშენდა