ასეთი მაღალი ციფრები კარგა ხანს იქნება - პაატა იმნაძე

საქართველო, თბილისი - 19:38 | 21.11.2020
ნანახია: 309

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა შესაძლოა იკლოს, მაგრამ მაღალი ციფრები დიდხანს შენარჩუნდება. ამის შესახებ იმნაძემ "ქრონიკას" განუცხადა.

მისი თქმით, ასეთი მაღალი ციფრები 2-3 კვირა კიდევ იქნება.

"სამწუხაროდ, ასეთი მაღალი ციფრები 2-3 კვირა კიდევ იქნება, რაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე დიდ დატვირთვას იწვევს. უნდა ვივარაუდოდთ, რომ ეს ციფრები დაბლა წამოვა, მაგრამ ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი კლება იქნება. ეს მნიშვნელოვანი კლება არ იქნება. შესაძლოა მოიკლოს, მაგრამ ასეთი მაღალი ციფრები კარგა ხანს იქნება", - განაცხადა იმნაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე