საბჭოთა კავშირშიც ასეთი არჩევნები იყო - გიორგი კანდელაკი

საქართველო, თბილისი - 17:38 | 21.11.2020
ნანახია: 184

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას ამბიბს, რომ საბჭოთა კავშირშიც სწორედ ასეთი არჩევნები იყო, როდესაც მხოლოდ ერთი კანდიდატი იყრიდა კენჭს.

"ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებაა, არ მივცეთ ლეგიტიმაცია ამ ფარსს. შესაბამისად, ამ მეორე ტურებსს, ამ ფარსს პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ ექნება. საბჭოთა კავშირში არჩევნები იყო სწორედ ასეთი, როცა იყო ფაქტობრივად მხოლოდ ერთი კანდიდატი კომუნისტური პარტიიდან. სხვათა შორის, არ არის შემთხვევით, რომ კომუნისტური პარტიის ბევრი "მოღვაწე" დღეს ქართულ ოცნებაშია". - თქვა მან.

დღეს, მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ოპოზიცია მეორე ტურში არ მონაწილეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე