ივანიშვილის მისია ამ ეტაპისთვის შესრულებულია - დასავლური განვითარების ვექტორიდან დიდი ნაბიჯი უკან - სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:18 | 21.11.2020
ნანახია: 208

ივანიშვილის მისია ამ ეტაპისთვის შესრულებულია - დასავლური განვითარების ვექტორიდან დიდი ნაბიჯი უკან. წერს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

"30 წელია სადღაც მივხოხავთ-სამოქალაქო ომი, მშვიდობიანი რევოლუცია, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, ყველაფერი გავიარეთ. დღეს დაგვაბრუნეს იქ, საიდანაც დავიწყეთ-1990 წელს, ბოიკოტირებულ ერთპარტიულ არჩევნებში. სრული წრე შემოვხაზეთ. ნულოვან ათვლის სათავეს დავუბრუნდით. ივანიშვილის მისია ამ ეტაპისთვის შესრულებულია-დასავლური განვითარების ვექტორიდან დიდი ნაბიჯი უკან", - წერს სალომე სამადაშვილი.

დღეს, მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ოპოზიცია მეორე ტურში არ მონაწილეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე