ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს - ბიძინა ივანიშვილი

საქართველო, თბილისი - 12:32 | 21.11.2020
ნანახია: 178

ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს. განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ.

მისი თქმით, არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და თავისუფალ გარემოში ჩატარებული.

"ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებული. მივიღეთ შედეგად ცხრა პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია. ამავდროულად, იცით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს და ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს", - განაცხადა ივანიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე