მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი დაკავებულია

საქართველო, თბილისი - 20:20 | 20.11.2020
ნანახია: 425

თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი დაკავებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვაჟა სირაძემ განუცხადა.

"ღონისძიება წარმატებით დასრულდა. ყველა მძევალი გათავისუფლებულია, შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია", - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ.

წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი-ის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. მან 11 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელმა ჯერ 2 ადამიანი გაათავისუფლა და შემდეგ კიდევ 4. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე