პარიზის მერი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს, აღიაროს მთიანი ყარაბაღი

საქართველო, თბილისი - 16:16 | 19.11.2020
ნანახია: 207

პარიზის მერი ან იდალგო გეგმავს მიმართოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებით - მთიანი ყარაბაღის აღიარების შესახებ.

პარიზის საბჭომ მხარი დაუჭირა მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლოებისთვის დახმარების პაკეტს და გამოთქვა იმედი, რომ მისი დამოუკიდებლობის აღიარება მოხდება.  

 „პარიზის საბჭომ მხარი დაუჭირა ღონისძიებებს მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის დასახმარებლად, რომლებიც სერიოზულად დაზარალდნენ კონფლიქტის შედეგად და გამოთქვა სურვილი, რომ არცახის (მთიანი ყარაბაღი) რესპუბლიკა აღიარებული იქნება. დამატებითი დახმარება 50 000 ევროს ოდენობით გაიგზავნება საფრანგეთის სომხური ფონდის მეშვეობით“, - წერს იდალგო Twitter-ზე.

პარიზის საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ აპირებს წერილობით მიმართოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და „შესთავაზოს არცახის რესპუბლიკის აღიარება და „მასთან თანამშრომლობის დამყარება“.

მანამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა, როგორც შუამავალმა და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარემ ყარაბაღის საკითხზე უნდა დაიკავოს მიუკერძოებელი პოზიცია. 25 ნოემბერს საფრანგეთის სენატი განიხილავს რეზოლუციის პროექტს მთიანი ყარაბაღის აღიარების შესახებ. ინფორმაციას ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი სენატორი ბრუნო რეტაიო ავრცელებს. საფრანგეთის სენატის (პარლამენტის ზედა პალატა) რეზოლუციებს გააჩნია სარეკომენდაციო ხასიათი და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული არ არის  აღასრულოს.

6 ნოემბერს კორსიკის ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია და გაეროს ქვეყნებსა და ევროკავშირს მთიანი ყარაბაღის რესბუბლიკის აღიარებისკენ მოუწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე