ვისკონსინის შტატი ხმების გადათვლას დათანხმდა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 19.11.2020
ნანახია: 122

ვისკონსინის საარჩევნო კომისია დათანხმდა დონალდ ტრამპის შტაბის თხოვნას დაინისა და მილუოკის ოლქებში ხმები გადათვალოს. იუწყება სააგენტო ბლუმბერგი.

სხდომის დროს კომისიამ განიხილა ტრამპის შტაბის თხოვნა და დათანხმდა ხმების ნაწილობრივ გადათვლას. მანამდე შტატის საარჩევნო კომისიაში დაადასტურეს, რომ  ხმების გადათვლისათვის 3 მლნ დოლარი ტრამპის შტაბისგან მიიღეს

გადათვლა 1 დეკემბრამდე უნა დასრულდეს.

ტრამპის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ოლქებში დაითვალეს არარსებული ბიულეტინებ, ასევე ადგილი ჰქონდა სხვა დარღვევებსაც.

არჩვენებზე დარღვევების არსებობის შესახებ, რომელზეც ტრამპი და მისი წარმომადგენლები საუბრობენ ოფიციალური მტკიცებულებები არ არსებობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე