Facebook Messenger-სა და Instagram-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ თვითგამანადგურებელი შეტყობინებები გააგზავნონ

საქართველო, თბილისი - 19:43 | 13.11.2020
ნანახია: 212

Facebook Messenger-სა და Instagram-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ თვითგამანადგურებელი შეტყობინებები გააგზავნონ. ამის შესახებ Facebook-ის დეველოპერები იუწყებიან.

გაქრობადი შეტყობინებები მსგავსა სხვა მესენჯერების ანალოგიური ფუნქციებისა, თუმცა მათ შორის განსხვავებაა. Vanish Mode-ის რეჟიმში შეტყობინება მას შემდეგ ქრება, რაც თანამოსაუბრე დიალოგიდან გადის. მომხარებელს ეცნობება თუ მისი თანამოსაუბრე საიდუმლო რეჟიმში საუბრის სქრინშტოს გააკეთებს.

Facebook Messenger-მა უკვე მიიღო ფუნქცია ჩატებისთვის, ის ჯერჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-სთვის. Instagram-ზე საიდუმლო ჩატები უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე