ერდოღანმა მაკრონს ურჩია თავის ფსიქიკას უმკურნალოს

საქართველო, თბილისი - 19:13 | 24.10.2020
ნანახია: 979

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა ურჩია ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს, მუსლიმებთან დამოკიდებულების გამო თავის „ფსიქიკას უმკურნალოს“.

„რაღაც ვერ აქვს რიგზე მაკრონს ისლამთან და მუსლიმებთან დაკავშირებით? ის, რომ სახელმწიფოს მეთაური ასე ეპყრობა მილიონობით მუსლიმს თავის ქვეყანაში - ეს უპირველეს ყოვლისა აზროვნებაზე კონტროლის დაკარგვაა. მას თავისი ფსიქიკის მკურნალობა სჭირდება“, - განაცხადა ერდოღანმა ქალაქ კაისერიში სიტყვით გამოსვლისას, რომლის პირდაპირი ეთერი პრეზიდენტის Twitter-ით გადაიცემოდა. 

ოქტომბერში მაკრონს ვრცელი გამოსვლა ჰქონდა, რომელიც ეხებოდა საფრანგეთში სეპარატიზმთან ბრძოლის თემას.

მაკრონმა განაცხადა, რომ 9 დეკემბერს წარმოადგენენ შესაბამის კანონპროექტს: ის მიმართული იქნება ქვეყნის ღირებულებების განმტკიცებისკენ, განსაკუთრებულ ყურადღებას კი საფრანგეთის ხელისუფლება ბავშვების განათლებას დაუთმობს.

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთის მუსლიმების საბჭოსთან ერთად აუცილებელია შეიქმნას ორგანიზაცია, რომელიც ქვეყანაში განმანათლებელი ისლამის იდეას ხორცს შეასხამს.

მისი თქმით, აუცილებელია ისლამის გათავისუფლება უცხოური გავლენისგან და მეჩეთების დაფინანსებაზე კონტროლის გაძლიერება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე