ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 15:54 | 24.10.2020
ნანახია: 515

"ევროპული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში წერს.

კახიძის თქმით, კორონავირუსი დაუდასტურდა მის მეუღლესაც.

"მოკლედ, კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით. თავს ვირუსის კვალობაზე ნორმალურად ვგრძნობთ. სიცხე, ხველა, ყელის და სახსრების ტკივილია ჩვენი სიმპტომები. ვმკურნალობთ ქუთაისში, თვითიზოლაციის პირობებში.

ატარეთ პირბადე და გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს.

ქუთაისში საარჩევნო კამპანიას ვაგრძელებთ, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით, რაც გავრცელების რისკებს ამცირებს. ამ ვირუსს მალე მოვერევით და მასთან ერთად ქოცური ვირუსიც დაგვემარცხებინოს", - წერს ოთარ კახიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე