ქუთაისში "ევროპული საქართველოს" წევრის ავტომობილი დააზიანეს

საქართველო, თბილისი - 15:24 | 23.10.2020
ნანახია: 627

ქუთაისში "ევროპული საქართველოს" წევრის ავტომობილი დააზიანეს. პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლის, დავით გოგისვანიძის ინფორმაციით, დაზიანებულია მათი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ავტომობილი, ჩამსხვრეულია მანქანის მინები.
პარტიაში მომხდარს პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებენ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე