ქობულეთში ინკასაციის სამსახურის წარმომადგენლები დააყაჩაღეს

საქართველო, თბილისი - 14:57 | 22.10.2020
ნანახია: 116

ქობულეთში საქართველოს ბანკთან დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. ადგილი ყვითელი ლენტიცაა შემოსაზღვრული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დააყაჩაღეს ინკასაციის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ბანკის შენობაში არსებული ჩასარიცხი აპარატიდან თანხას იღებდნენ.

მოქალაქეები ამბობენ, რომ აღნიშნულ პირებს ერთი ადამიანი მიუახლოვდა და ძალის გამოყენებით თანხა წაართვა. მოქალაქე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქართველოს ბანკში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ქობულეთში მათი ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს.

„ეს არ არის საქართველოს ბანკის კუთვნილი ინკასაციის მანქანა. მანქანა ეკუთვნის კომპანია DDG-ს. დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ, მიმართოთ შსს-ს“, – აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე