სამი კაცის გარდა, ყველა გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა - მძევალი

საქართველო, თბილისი - 22:24 | 21.10.2020
ნანახია: 208

ზუგდიდში, საქართველოს ბანკში მყოფი ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია ფეისბუკზე წერს, რომ პოლიციის წარმომადგენელმა თავდამსხმელს ფული მიუტანა და სამი ადამიანის გარდა, ყველა მძევალი თავისუფალია.

"სამი კაცის გარდა, ყველანი გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველებთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ ალბათ და თქვენს მესიჯებს მოგვიანებით გავეცნობი. მიყვარხართ ყველანი." -წერს ირაკლი კვარაცხელია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე