სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 22:02 | 21.10.2020
ნანახია: 549

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას.

ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები", - წერია განცხადებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე