როდესაც "გლავკანალის" და "პერვიკანალის" ჟურნალისტი პრემიერს ეკითხება დანაშაულის სტატისტიკის შესახებ, სირცხვილია -კობახიძე

საქართველო, თბილისი - 19:00 | 21.10.2020
ნანახია: 386

ირაკლი კობახიძე ზუგდიდში სპეცოპერაციის შესახებ საუბრისას ჟურნალისტების ქმედებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და ამბობს, რომ კონკრეტული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულსაც კი შეიცავს. მან მთავარ არხსა და ტვ პირველს "გლავკანალი" და "პერვიკანალი" უწოდა.

"რაც შეეხება მედიასაშუალებებს, ერთი, რომ იყო უპასუხისმგებლო ქმედებები, და კონკრეტული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულსაც კი შეიცავდა, ამას გეუბნებით როგორც იურისტი... როდესაც ასეთი მძიმე ვითარება არის და 19 ადამიანია გასათავისუფლებელი და თქვენი ჟურნალისტი - "გლავკანალის" და "პერვიკანალის" მიდის პრემიერმინისტრთან და ეკიტხება დანაშაულის სტატისტიკის შესახებ, ეს არის სირცხვილი - აი, ეს არის სირცხვილი " - თქვა კობახიძემ პრესკონფერენციაზე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე