ფაშინიანი სომეხ ხალხს მოუწოდებს იარაღი აიღოს და სამშობლო დაიცვას

საქართველო, თბილისი - 18:52 | 21.10.2020
ნანახია: 452

სომეხი ხალხი მხოლოდ  ხელში იარაღის აღებით შეძლებს მიაღწიოს ყარაბაღის კონფლიქტის მისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

 „ჩვენი შემდგომი მოქმედება - ეს არის ბრძოლა ბოლომდე, ჩვენი ხალხისთვის. იმის მიუხედავად, რა მოხდება, უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ხალხისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელში უნდა ავიღოთ იარაღი და დავდგეთ ჩვენი სამშობლოს დასაცავად. ამ პროცესის ეფექტურად ორგანიზებით შევძლებთ მივაღწიოთ ჩვენთვის მისაღებ დიპლომატიურ გადაწყვეტილებას“,  - განაცხადა ფაშინიანმა ფეისბუქზე გამოქვეყნებული ვიდეომიმართვისას.

მან აღნიშნა, რომ დღეს აზერბაიჯანი არაფერზეა თანხმა, ყარაბაღის კაპიტულაციის გარდა. „ეს კი ხომ გესმით, რასაც ნიშნავს“, - დასძინა ფაშინიანმა.


 მთიან ყარაბაღში საომრი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე