კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად - საქართველოს ბანკი

საქართველო, თბილისი - 18:29 | 21.10.2020
ნანახია: 348

"საქართველოს ბანკი" ზუგდიდის ფილიალში თავდამსხმელების შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს", - ნათქვამია განცხადებაში.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული თავმდამსხმელები შეიჭრნენ.

თავდამსხმელებს მძევლები ჰყავთ აყვანილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე