პირობას ვდებ ბებიისა და ბაბუის საფლავზე, რომ ქვეყანას გავათავისუფლებთ ოლიგარქისგან - ხატია დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 19:00 | 20.10.2020
ნანახია: 857

პირობას ვდებ ჩემი ბებიის და ბაბუის საფლავზე, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ იმ ოლიგარქისგან, რომელმაც ყველგან მოიკალათა, - ამის შესახებ განაცხადა ისანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ, საჩხერეში გიორგი კაპანაძის წარდგენისას.

"აქ, სულ ერთ კილომეტრში, ჩემი საყვარელი ბებიისა და ბაბუის საფლავია. აქედან ერთ კილომეტრში გავატარე მთელი ბავშვობა. 31-ში ამ ქვეყანაში შეიცვლება ის უკუსვლა, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში იყო. 31-ში დადგება ის დღე, როდესაც საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი, გლდანი, ისანი, ყველა ერთად გავიმარჯვებთ სიღარიბეზე, გაჭირვებაზე, კორუფციაზე. პირობას ვდებ ჩემი ბებიის და ბაბუის საფლავზე, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ იმ ოლიგარქისგან, რომელმაც მოიკალათა ყველგან. ეს მაგის სამშობლო არაა, ჩვენი სამშობლოა... ” - განაცხადა დეკანოიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე