აშშ-მა "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

საქართველო, თბილისი - 17:11 | 20.10.2020
ნანახია: 147

აშშ-ის ადმინისტრაციამ შეზღუდვები გააფართოვა,  გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტის მიმართ, რათა მისი მშენებლობა არ დასრულდეს. ინფორმაციას გაზეთი The Wall Street Journal სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

 „სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფართოვა სანქციათა სპექტრი დაუსრულებული და რუსეთის მხარდაჭერილი გაზსადენის წინააღმდეგ, რომელიც განიხილება როგორც დაძაბულობის წყარო გერმანიას, რუსეთსა და აშშ-ის შორის“, - აღნიშნავს გამოცემა.

სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის თანახმად, ზომები ამოქმედდება იმ კომპანიების მიმართაც, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ჩართულნი იქნებიან ამ პროექტში.

 „გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მხარეს ესმის, რომ ისინი შესაძლოა მოხვდნენ ჩვენის სანქციების ქვეშ“, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა ენერგეტიკის რესურსების სფეროში ფრენსის ფეონონმა.

როგორც Dow Jones-ი იტყობინება, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პროექტის მთავარ მონაწილეს -  რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს თავისი ენერგეტიკის რესურსების გამოყენება იძულების მიზნით.

სახელმწიფო დეპარტამენტში მოსკოვს ასევე ადანაშაულებენ რუსულ ენერგომომარაგებაზე დამოკიდებულების შექმნისთვის  თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო გავლენის მოპოვების, ასევე ევროპის უსაფრთხოების შესუსტებისა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური ინტერესებისათვის ძირის გამოთხრის მიზნით, მილსადნის გამოყენებაში.

აშშ-ის ხელისუფლება ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურ ზომებს მიმართას პროექტ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის  რეალიზაციის წინააღმდეგ.

კერძოდ, აშშ-ის თავაცვის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც კონგრესში მომზადდა, ითვალისწინებს გაზსადენების „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ისა და „თურქეთის ნაკადის“ წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე