ბოლო 24 საათში, კორონავირუისთ გარდაცვლილთა შორის 40 წლის ქალია

საქართველო, თბილისი - 14:46 | 20.10.2020
ნანახია: 404

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს გარდაცვლილთაგან ყველაზე ახალგაზრდა 40 წლის ქალია. სამინისტროსვე ცნობით, პაციენტს ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ჭვალი ჰქონდა. ასევე თანმხლები დაავადებები - შაქრიანი დიაბეტი, თანდაყოლილი ცერებრული დამბლა.

ეს ყველაზე ახალგაზრდა კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტია საქართველოში.

ბოლო დღე-ღამეში, საქართველოში კორონავირუსის 1 194 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი და საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა 158-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ვირუსი სულ 19 857 პირს დაუდასტურდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე