ხვალ საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრება
საქართველო, თბილისი - 17:29 | 26.09.2015 ნანახია: 2547
სახელმწიფოს მეთაური გიორგი მარგველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ნიუ-იორკს 27 სექტემბერს ეწვევა.
გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.
ქვეყნის მთავარსარდალი კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ნიუ-ჰევენში სანაპირო დაცვის აკადემიაში (Coast Guards Academy) სიტყვით გამოვა და დაღუპული ქართველი კადეტების - სოსო მაკარიძის და ბესო გორჯოლაძის ხსოვნას პატივს მიაგებს.
ნიუ-იორკში ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის საჯარო გამოსვლები საგარეო ურთიერთობათა საბჭოში და ფორდჰეიმის უნივერსიტეტში.
.ქვეყნის პირველი პირი მონაწილეობას მიიღებს ლიტვის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში - „აღმოსავლეთ ევროპის მომავალი, ქალთა როლის გაძლიერება".
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი 29 სექტემბერს ვაშინგტონს ეწვევა, სადაც დაგეგმილია შეხვედრები თხუთმეტამდე სენატორთან და კონგრესმენთან, მათ შორის არიზონას შტატის სენატორ ჯონ მაკკეინთან.
ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტებს და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება.
საქართველოს პრეზიდენტი "ოლბრაიშ სთოუნბრიჯ გრუფ"-ის ხელმძღვანელს მადლენ ოლბრაითს სამუშაო საუზმეზე უმასპინძლებს.
ქვეყნის პირველი პირი „ნაციონალურ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ( NDI ) ხელმძღვანელებთანაც გამართავს სამუშაო სადილს.
დაგეგმილია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ვილსონის ცენტრში, ასევე სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში.
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასაც შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლები.გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი აშშ-ში 2 ოქტომბერს დასრულდება.
პოლიტიკა
- რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს საკითხზე, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნებას შეეხებოდა - საგარეო
- ჩვენ, ვინც სააკაშვილის დროს საჯარო სამსახურში ვიყავით, კარგად გვახსოვს როგორ გვერეკებოდნენ პრაქტიკულად „ნახირივით“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე და თუ ვინმე არ წავიდოდა, როგორი რეპრესიები მიემართებოდა - მაია ბითაძე
- თუ შემოხვედით პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ! - ირაკლი ქადაგიშვილი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს
- სხვას როგორ ეძახით „ნაცებს“, როცა „ნაცმოძრაობაში“ აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი „ნაცი“, რამდენიც დღევანდელ „ოცნებაშია“, “ნაცებს” თქვენ კი არა, ჩვენ ვებრძვით, თქვენ„ნაცებს“ იყენებთ და როცა გჭირდებათ აცოცხლებთ - გიორგი შარაშიძე
მსოფლიო
- ჩვენ უდიდეს რუსულ ნავთობკომპანიებს დავარტყით, დასასანქცირებელი თითქმის არაფერი დარჩა - მარკო რუბიო
- პუტინი, შესაძლოა, ომის დასრულებამდე ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას, ის ჩიხშია - ვოლოდიმირ ზელენსკი
- აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Europcar Georgia აღმოსავლეთ ევროპაში ავტოგაქირავების საუკეთესო კომპანია გახდა
- სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება - ატვოინდუსტრიაში პირველად, „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო საწარმოს სტატუსი მიიღო
- მეორე სრულად ელექტრო SUV Porsche-სგან – Cayenne Electric-ის მსოფლიო პრემიერა ონლაინსივრცესა და დუბაიში გაიმართება
- მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის - შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















