შიდა ქართლში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 13:20 | 20.10.2020
ნანახია: 399

შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

გარდაცვლილი ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 84 წლის მამაკაცია, რომელიც 15 ოქტომბერს გადაიყვანეს თბილისის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში. პაციენტს აღენიშნებოდა გულსისხლძარღვთა ქრონიკული დაავადება.

ინფექციის გავრცელების გამო, უკვე დაიკეტა და დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს სწავლას გორის მუნიციპალიტეტის შვიდი საჯარო სკოლა. თვითიზოლაციაში გადაყვანილია 916 პირი.

რეგიონში ჯამში „კოვიდ 19“-ით 225 ინფიცირებულია. აქედან 99 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე