შემდგომი 4 წელი იქნება კონკრეტულად ფოთის აღმშენებლობის წლები - გიორგი გახარია
საქართველო, თბილისი - 15:08 | 18.10.2020 ნანახია: 852
„შემდგომი 4 წელი იქნება კონკრეტულად ფოთის აღმშენებლობის წლები, იმიტომ, რომ ეს არა მხოლოდ ფოთს, არამედ მთლიანად ქვეყანას სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ფოთში, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფოთს განსაკუთრებული ფუნქცია ანტიკური პერიოდიდან ჰქონდა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ფოთის განვითარება კიდევ უფრო გაძლიერდეს.
„მოგესალმებით ფოთელებო! კახიმ კარგად გაიხსენა ფოთის მნიშვნელობა საქართველოსთვის, ფოთის პორტის მნიშვნელობა, საზღვაო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა, თუმცა, უნდა დავამატოთ, რომ ანტიკური პერიოდიდან ჰქონდა ამ ქალაქს ეს ფუნქცია. ათასწლეულების წინ, თუმცა დიდი ნიკო ნიკოლაძის შემდგომ ამან სულ სხვა დატვირთვა მიიღო და გახდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის ინდუსტრიულად ძალზედ მნიშვნელოვანი ქალაქი. ეს მეცხრამეტე საუკუნიდან დაიწყო და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფოთის განვითარება იმავე მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდეს.
უნდა შევთანხმდეთ და გულწრფელები ვიყოთ ერთმანეთთან, რომ ფოთში ბევრი პრობლემებია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ შემდგომი 4 წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წლები, კონკრეტულად ფოთის აღმშენებლობის წლები. იმიტომ, რომ ეს არა მხოლოდ ფოთს, არამედ მთლიანად ქვეყანას სჭირდება. თქვენ იცით, რომ უახლოეს პერიოდში გარდა პეის ტერმინალისა, რომელიც ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება ამ ნავსადგურის გაფართოება, დაიწყება ფოთის ძირითადი პორტის ჩრდილოეთით მშენებლობა, განახლება. ეს იქნება უდიდესი შესაძლებლობა იმისთჍ ის, რომ ფოთის პორტის ტვირთბრუნვა შემდგომში 10 მილიონი ტონით გაიზარდოს”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ დაპროექტდეს ფოთის შემოვლითი გზა, რადგან დამატებითი ტვირთების გაჩენასთან ერთდ შემოვლით გზას ექნება დიდი მნიშვნელობა, არა მხოლოდ პორტის ინფრასტრუქტურისთვის, არამედ ფოთის მოსახლეობისთვის.
„გარდა ამისა, მთავრობამ გამოაცხადა პროექტის მიზანშეწონილობის შესწავლა, თუ როგორ დაპროექტდეს ფოთის შემოვლითი გზა. დღესაც ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ როგორც კი დამატებითი ტვირთები გაჩნდება ფოთში, ფოთის გზას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა, არა მხოლოდ პორტის ინფრასტრუქტურისთვის, არამედ ფოთის მოსახლეობისთვის. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ აუცილებლად გაკეთდება რიონზე ახალი ხიდი. ეს ტექნიკური ნაგებობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მიგდებული იყო, რეკონსტრუირებულია და ეკოლოგიური კატასტროფისგან აზღვევს ფოთს. გარდა ამისა, გაკეთდება ახალი ხიდი და შესაბამისად, ეს ჰიდროტექნიკური ნაგებობა შეიძენს ახალ ფუნქციას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ფოთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, ფოთის სისტემური ინფრასტრუქტურის ნაწილში, მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, მინიმუმ 150 მილიონი ლარი იქნება ინვესტირებული.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ფოთი განვითარდეს, როგორც ინდუსტრიული ქალაქი, მაგრამ ამასთან ერთად, როგორც კომფორტული ქალაქი, ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ამიტომ კეთდება ფეხბურთის სტადიონები, შენდება საცურაო აუზები და სპორტული კომპლექსები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაგრძელდება. მომავალი 4 წლის განმავლობაში, ფოთის სისტემური ინფრასტრუქტურის ნაწილში, მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, მე ვგულისხმობ გზებს, წყალმომარაგებას, კანალიზაციას, საბავშვო ბაღებს, სკოლებს - ამ ყველაფერში მინიმუმ 150 მილიონი ლარი იქნება ინვესტირებული, იმისთვის, რომ ფოთის, როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურა მოვიყვანოთ ნორმალურ წესრიგში. ჩვენ აქ ისეთი გარემო უნდა შევქმნათ, რომ ფოთიდან ახალგაზრდები სხვაგან კი არ მიდიოდნენ, ფოთი უნდა გახდეს თვითონ მიზიდულობის ცენტრი, ინდუსტრიის და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. აქ, ყველა დარგის განვითარების პოტენციალი აქვს ფოთს, როგორც ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ასევე სოფლის მეურნეობა, მოგეხსენებათ, რომ მეთევზეობა უაღრესად მნიშვნელოვანია ფოთში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ფოთში წარადგინა, იქნება ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და შეძლებს ფოტის პრობლემების ეფექტურად გადაჭრას.
„ჩვენ ამ ყველაფრის გასაკეთებლად, ყველას კარგად გვესმის, გვჭირდება ერთიანობა, ძლიერი ადგილობრივი ხელისუფლება და რა თქმა უნდა ჩვენი წარმომადგენელი, ფოთის წარმომადგენელი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, დეპუტატი, რომელსაც ავირჩევთ 31 ოქტომბერს და ირაკლი ხახუბია არის ღირსეული შვილი ამ ქალაქის, ყველაზე კეთილსინდისიერი ადამიანი. ის შეძლებს, იცის ის პრობლემები, რომლებიც აქ არის და ჩვენ ყველანი ერთად გადავლახავთ და მივალთ იმ საბოლოო მიზნამდე. მიუხედავად იმ უჩვეულო მდგომარეობისა, რომელშიც ახლა პირბადეებით ვსხედვართ და ერთმანეთს ვესაუბრებით, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არ არის ჩვეული გარემო, მაგრამ ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად უნდა დავიცვათ ეს წესები, მოვიგებთ არჩევნებსაც, გადავლახავთ კოვიდით გამოწვეულ კრიზისსაც, გადავლახავთ ეკონომიკურ კრიზისსაც, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, ოღონდ რა თქმა უნდა, გვჭირდება მოთმინება და გვჭირდება, დავიცვათ ელემენტარული წესები ერთად, არ არის რთული პირბადის ტარება, მაშინ როდესაც ვიცით, რამხელა ფასი აქვს ამას ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ხანდაზმულების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. სწორედ ეს გამოგვარჩევს ჩვენ სხვა ჩვენი ოპონენტებისგან, რომელთა პასუხისმგებლობა ძალიან კარგად გამოჩნდა ბათუმში. ამიტომ მინდა მოვუწოდო თითოეულ თქვენგანს, ღირსეულად, სამართლიან ბრძოლაში ერთად წყნარად, მშვიდად გავიმარჯვოთ 31 ოქტომბერს. გამარჯვებას გისურვებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















