სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 11:40 | 18.10.2020
ნანახია: 130

სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერ, შუშან სტეპანიანის განცხადებით, აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს და ხუდაფერინის წყალსაცავის მიმართულებით იერიში მიიტანეს. სტეპანიანი წერს, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ მთელი ღამის განმავლობაში სომხეთის არმია ჯებრაილის რაიონისა და მდინარე არაქსის ნაპირას მდებარე გათავისუფლებული სოფლების მიმართულებით საარტილერიო თავდასხმებს ახორციელებდა.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით სომხეთის შეტევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის დროებითი შეწყვეტა ძალაში 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე