ტელეკომპანია "რიონის" რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 14:38 | 16.10.2020
ნანახია: 131

ტელეკომპანია "რიონის" რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. იუწყება რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია.

"მედიაორგანიზაცია იცავდა და იცავს უსაფრთხოების ყველა ნორმას. "რიონი" მუშაობდა მორიგე ჯგუფებით, რომლებსაც ერთმანეთთან არ ჰქონდათ შეხება. მენეჯმენტმა მიიღო ყველა საჭირო ზომა, ჩატარდა სანიტარულ- სადეზინფექციო სამუშაოები.

საბედნიეროდ, დაცულია ყველა წყარო და არხის სტუმარი. ჩვენ ველით ,,რიონის" თანამშრომელთა გამოჯანმრთელებას , პარალელურად არხი აგრძელებს აუდიტორიისთვის მუშაობას", - ნათქვამი განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში, კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე