საქართველოს მორაგბეთა ჩემპიონატის "დიდი 10-ის" ორ მორაგბეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 12:48 | 16.10.2020
ნანახია: 98

საქართველოს მორაგბეთა ჩემპიონატის "დიდი 10-ის" ორი მორაგბე ინფიცირებულია, ორივე მოთამაშე სხვადასხვა გუნდში თამაშობს, შესაბამისად ორივე კლუბი სრული შემადგენლობით თვითიზოლაციაშია.

რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კარანტინი 12 დღე გაგრძელდება, პარალელურად მიმდინარეობს სხვა იმ მოთამაშეების შემოწმებაც, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ კონტაქტი ინფიცირებულებთან.

"არსებობს უსიმპტომო ფორმები და სავარაუოდ ასეთი ფორმით შემოგვეპარა ჩვენც ეს ვირუსი და ორ გუნდში დაფიქსირდა. შესაბამისად, მთელი გუნდი 12 დღით უნდა გავიდეს თვითიზოლაციაში",- აცხადებს საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი ბესიკ ჩადუნელი.

ამ ეტაპზე არ ხმაურდება მოთამაშეების და მათი კლუბების ვინაობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე