ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

საქართველო, თბილისი - 12:25 | 16.10.2020
ნანახია: 285

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა.

მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის გზაში, კლინიკაში მისვლამდე გარდაიცვალა.

მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით .




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე